Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო მსოფლიოს გარშემო ქრისტიანები აღდგომას მოკრძალებულად აღნიშნავენ


მსოფლიოს გარშემო ქრისტიანთა უმეტესობა აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს იმ ფონზე, როცა მილიარდობით ადამიანი კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის გამო სახლებში რჩება. გაუქმდა ტრადიციული ღონისძიებები, ტაძრები, რომლებიც სავსეა ხოლმე, წელს ცარიელია.

რომის პაპმა ფრანცისკემ გააუქმა თავისი ტრადიციული სააღდგომო მესა წმინდა პეტრეს მოედანზე - ღონისძიება, რომელიც ვატიკანის ფორუმს ავსებს ხოლმე, 80,000-მდე მორწმუნით. ამის ნაცვლად კათოლიკე ეკლესიის წინამძღვარი თავის სააღდგომო მესიჯს ინტერნეტით გაავრცელებს, ვატიკანში მდებარე მისი პირადი ბიბლიოთეკიდან.

ხელისუფლებები მორწმუნეებს მოუწოდებენ, ვიდეოსტრიმინგს მიმართონ აღდგომის აღსანიშნავად და აფრთხილებენ, რომ საშიში ვირუსი სავარაუდოდ გავრცელდება მათ მიერ, ვინც დაარღვევს კარანტინის წესებს და ხალხმრავალ რელიგიურ შეკრებებში მიიღებს მონაწილეობას.

მიმდინარე შაბათ-კვირას აშშ-მა ყველა ქვეყანას გაუსწრო კორონავირუსის მსხვერპლთა და ინფიცირებულთა რაოდენობით. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 12 აპრილის დილას გავრცელებული მონაცემებით, აშშ-ში დაღუპულია 20,600-ზე მეტი ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა გადასცდა 529,000-ს.

გლობალურად, 12 აპრილის დილას კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 108,800-ზე მეტი იყო, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1.77 მილიონს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG