Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია ვაკისთვის სკამებში 1,3 მლნ ლარზე მეტს აღარ დახარჯავს


თბილისის მერია ვაკისთვის სკამების ყიდვაში 1,3 მლნ ლარზე მეტს აღარ დახარჯავს. ტენდერი გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში თავად მერიის სურვილით შეწყდა.

განახლებული ჭავჭავაძის გამზირისთვის მერიას 155 სკამში 1 311 870 ლარის გადახდა ჰქონდა გადაწყვეტილი. საშუალოდ, ერთი სკამის ღირებულება კი 8 464 ლარი გამოდიოდა.

ტენდერი მიმდინარე წლის 20 მარტს გამოცხადდა, თუმცა შესყიდვების სააგენტოს 8 აპრილს საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აცნობა, რომ "ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან" გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდათ შესყიდვის შეჩერება.

განახლებული ჭავჭავაძის გამზირისთვის თბილისის მერიამ სკამების შესაძენად ტენდერი რამდენიმე თვის წინაც გამოაცხადა. მაშინ თითო სკამში, საშუალოდ, 12 135 ლარის გადახდა იგეგმებოდა.

XS
SM
MD
LG