Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი: ბევრი მშიშარა ექიმი წავიდა ჩვენგან, დარჩენილები უთოფო გმირები არიან


პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ მათი კლინიკა შიშის გამო არაერთმა ექიმმა დატოვა. კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ თანამშრომლებზე რატიანმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"ვისაც შეეშინდა, ბევრი წავიდა. ბევრი კათედრა გავიდა ჩვენი კლინიკიდან, მაგრამ პირობას ვდებ, მე თუ იქ დავრჩი და გადავრჩი, ვერავინ დაბრუნდება... ბევრი შეშინებული ექიმი წავიდა ჩვენგან და მშიშარა ექიმთან ურთიერობა ძალიან ძნელია... რო მოხვიდე ჩემს კლინიკაში, დაწყებული სანიტრით, დამთავრებული კათედრის გამგით, როგორ გითხრათ, უთოფო გმირები არიან", - თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 394 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ამ ეტაპზე რამდენიმე ათეულ პაციენტს მკურნალობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG