Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა


კომენდანტის საათის გამო დაცარიელებული ქუჩა სტამბოლში
კომენდანტის საათის გამო დაცარიელებული ქუჩა სტამბოლში

საქართველოს მეზობელ თურქეთში გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულების და გარდაცვლილების რიცხვი. 19 აპრილს, წინა დღესთან შედარებით, დაფიქსირდა დაავადების თითქმის 200-ით მეტი ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 127 ადამიანი. 18 აპრილს ეს მაჩვენებელი 121 იყო. საერთო ჯამში, თურქეთში უკვე დაავადდა 86 300-ზე მეტი ადამიანი. მათგან 2000-ზე მეტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია 19 000-ზე მეტი.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, 19 აპრილს, წინა დღესთან შედარებით დაფიქსირდა ინფიცირების დაახლოებით 1200-ით მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა 48 ადამიანი. ერთი დღით ადრე, 18 აპრილს 40 ლეტალური შედეგი დადგა. რუსეთში საერთო ჯამში, უკვე დაავადდა 42 800-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილია 361. გამოჯანმრთელდა დაახლოებით 3300.

სომხეთში მცირედით, 47-დან 43-მდე იკლო ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა. 19 აპრილს გარდაცვალების არცერთი ახალი შემთხვევა არ ყოფილა. სომხეთში საერთო ჯამში, უკვე დაავადდა 1290-ზე მეტი ადამიანი. 20 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 545.

აზერბაიჯანში ბოლო ორ დღეში 33-დან 25-მდე შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი. 19 აპრილს დაფიქსირდა 1 ლეტალური შედეგი. წინა დღეს 3 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში სულ დაავადდა 1400-მდე ადამიანი. გარდაცვლილია 19. გამოჯანმრთელდა 712.

საქართველოში 19 აპრილს ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა იყო, წინა დღეს კი - 18.

20 აპრილის 9:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის სულ 394 შემთხვევა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა. 4 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG