Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა 12 მაისამდე გააგრძელა „არასამუშაო რეჟიმის" მოქმედების ვადა


რუსეთის პრეზიდენტმა 28 აპრილს განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში შემოღებული „არასამუშაო რეჟიმის“ მოქმედების ვადა 12 მაისამდე გაგრძელდება.

„ქვეყანამ შეძლო ვითარების სტაბილიზება კორონავირუსის განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე საშიში მომენტი ჯერ არ გაგვივლია. რაც უფრო მკაცრად დაიცავენ მოქალაქეები შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად დაუბრუნდება ქვეყანა ნორომალურ ცხოვრებას“, - განაცხადა პუტინმა 28 აპრილს მთავრობის წევრებსა და რეგიონების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ 5 მაისამდე ხელისუფლება შეიმუშავებს თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოსვლის ეტაპობრივ გეგემას.

„არასამუშაო რეჟიმის“ დროს მშრომელებს უნდა შეუნარჩუნდეთ ხელფასები იმ პერიოდში, როცა ისინი არ იმუშავებენ.

30 მარტიდან რუსეთში ამოქმედდა „თვითიზოლაციის საყოველთაო რეჟიმი“, რაც ახლოსაა საგანგებო მდგომარეობასთან.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია, სულ ცოტა, 93500 ადამიანი, გარდაიცვალა 867.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG