Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებს კასპის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად სამედიცინო ცნობა მოსთხოვეს


ჟურნალისტები არ შეუშვეს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომაზე დასასწრებად. საკრებულოს ხელმძღვანელთა დავალებით, დაცვის თანამშრომელმა მედიის წარმომადგენლებს მოსთხოვა ცნობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ.

ჟურნალისტებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და მოითხოვეს საკრებულოს შენობაში ცნობის გარეშე შესვლის შემზღუდავი ბრძანების ან განკარგულების ჩვენება. მედიისთვის მსგავსი დოკუმენტი არავის უჩვენებია.

კასპის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ იგეგმებოდა „ხმაურიანი სხდომა“, რადგან მათ ყურადღება უნდა გაემახვილებინათ სარეზერვო ფონდიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, უნდა ელაპარაკათ იმაზეც, რომ ხელისუფლება სასურსათო პაკეტით მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ეხმარება, ამიტომ მმართველ პარტიას ამ ყველაფრის მედიით გაშუქება არ სურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG