Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 მაისიდან თბილისში, ხოლო 14 მაისიდან რუსთავში შესვლა-გასვლა შესაძლებელი გახდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, რამდენიმე დღეში ჩაკეტილი ქალაქები, რუსთავი და თბილისიც გაიხსნება. ამის შესახებ მან ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრის დროს თქვა.

თბილისში შესვლა და გასვლა 11 მაისიდან იქნება შესაძლებელი, რუსთავში კი 14 მაისიდან.

"დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები", - თქვა პრემიერმა.

მანვვე განმარტა, რომ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

თბილისი და რუსთავი 15 აპრილის 21 საათიდან ჩაკეტილია. ამ დროიდან გამონაკლისი იყო ორი დღე, როცა მთავრობამ ამ ქალაქებში შესვლისა და გასვლის უფლება მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG