Accessibility links

ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორისაა რუსეთის საოკუპაციო ძალების მესაზღვრეც


რუსეთის საოკუპაციო ძა;ლების მოსამსახურე ცხინვალში (საარქივო ფოტო)

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულია რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეც.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ინფიცირებული საკუთარი ნაწილის ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება. დე ფაქტო ხელისუფლება არ აკონკრეტებს, სად დაინფიცირდა რუსი მესაზღვრე და ვისთან ჰქონდა კონტაქტი როგორც რუსული ბაზის ტერიტორიაზე, ისე მის მიღმა.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ამ დროსითვის დადასტურებული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 22 შემთხვევა. მათგან 14 რუსეთის სხვადასხვა სამხედრო სასწავლებლის კურსანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG