Accessibility links

საქართველოში გაიხსნა კორონავირუსის გამო ჩაკეტილი კიდევ ერთი ზონა


მკაცრი კარანტინის რეჟიმი გაუქმდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, სადაც ბოლო ხანს კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა აღარ ყოფილა.

ღვანკითი, სადაც 2400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 23 აპრილს ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს. 6 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა და ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრიდან გაწერეს. ამ კლინიკაში ღვანკითიდან 1 პაციენტი რჩება.

დღეიდან, 12 მაისიდან სოფლის შესასვლელები გაიხსნა და მოქალაქეებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღვანკითის შესასვლელთან დარჩება სპეციალური გამშვები პუნქტი, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი გაგრძელდება.

უფრო ადრე, მკაცრი კარანტინი მოიხსნა ლენტეხში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში. სრული კარანტინის რეჟიმი ჯერ ისევ მოქმედებს მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG