Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ცქიტიშვილი: ალბათ, მეც ვიყავი ჰომოფობი, ეგენიც დაძლევენ, განკურნებადია


უმრავლესობის ყოფილი წევრი და პარლამენტის მოქმედი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ლგბტ თემის უფლებადამცველების აქტიურობას გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის. მან ონლაინაქციაზე თქვა, რომ ამ საკითხებზე მუდმივად უნდა ისაუბრონ.

მისი თქმით, ჰომოფობია დაძლევადია და ამის მაგალითად თავისი თავი მოიყვანა:

"ალბათ, მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების 90-იან წლებში და მე თუ დავძლიე, ალბათ ეგენიც დაძლევენ. ეს არ არის განუკურნებადი, ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია დაიძლევა".

მისი თქმით, ქვეყანა ბოლო ათწლეულებში ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან განვითარდა და დიდი წარმატებებიც აქვს.

"განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ახალი თაობა, რომელიც მოდის მათში ძალიან ბევრს აქვს სწორი დამოკიდებულება თანასწორი საზოგადოების მიმართ. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ამ უთანასწორობა ცხოვრებას შეეწინრნენ", - თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღეს, 17 მაისს ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს ლგბტ თემის წევრები და უფლებადამცველები ისევ ვერ შეიკრიბნენ. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია იყო.

ამავე თემაზე:

XS
SM
MD
LG