Accessibility links

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ერთ თვეში კორონავირუსის შემთხვევების გაორმაგებას ვარაუდობს


სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანა დგას პრობლემის წინაშე, რომელიც გამოწვეული კორონავირუსის მიმართ „არასაკმარისად სერიოზული“ დამოკიდებულებით.

„ყველა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ ამ ტემპს არ გარდავტეხთ, მაშინ 29 მაისს ჩვენთან იქნება კორონავირუსის 10 ათასი შემთხვევა, ხოლო 12 ივნისისთვის - 20 ათასი,“ - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ფეისბუკში.

ამ შემთხვევაში, ფაშინიანის თქმით, სასიკვდილო შემთხვევები არსებითად მოიმატებს, ვინაიდან რეანიმაციული განყოფილებები გადატვირთული იქნება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ის იძულებული გახდა გაეკეთებინა ასეთი განცხადება მას შემდეგ, რაც ქუჩებში ბოლო დღეებში დაინახა ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ ნიღბების გარეშე, არ იცავენ სოციალურ დისტანციას. ფაშინიანმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან აუცილებელი დისტანცია, გაიკეთონ დეზინფექცია და ისარგებლონ დეზინფიცირებული ჭურჭლით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მიიღეს „უმკაცრეს ზომებს, დააჯარიმებს წესრიგის დამრღვევებს, ვინაიდან ეს განეკუთვნება ეროვნულ უსაფრთხოებას“.

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებში ბოლო დღეებში 218-ით გაიზარდა და 5041-ს მიაღწია. მთლიანად ეპიდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 64 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG