Accessibility links

გილოცავ! ასეთი კარგი სიმღერა, ალბათ, რახანია არ მოგისმენია


როგორც წესი, არ ღირს ხოლმე რაიმეს წინასწარ გადამეტებული ქება. „აი, ნახე რა კარგი, რა გადასარევი ფილმი გაჩვენო“. „აი, მოუსმინე, შეიძლება თავი დაკარგო და მომდევნო 6 თვე თერაპიაში ყოფნა მოგიწიოს, ისეთი გიჟი მელოდიაა“. მაშინვე სკეპტიკური ხდები და ვერ ხედავ, რა არის ამაში ასეთი საოცარი.

მაგრამ, აი, ამ სიმღერაზე ქების გადამეტება შეუძლებელია. ჩემის მოკრძალებული აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა, რაც კი ოდესმე ვინმეს დაუწერია.

თან, წესით, მოსმენილი არ უნდა გქონდეს.

ჰოდა, გილოცავ! ახლა მოისმენ.

სიმღერას ქვია „კატის წელიწადი“ და ასრულებს ფოლკ-როკის ბრიტანელი ლეგენდა ელ სტიუარტი. ელ სტიუარტი ის კაცია, სახელი რომ ბევრს არ გაუგონია და მოსმენით კიდევ ნაკლებს მოგვისმენია - არადა პოლ საიმონის ძმა და ჯონ ლენონის მეგობარი და ალან პარსონსის ძუძუმტე - ეგეთი ტიპია.

„კატის წელიწადი“, ჩემთვის, „კარალეთის დღეები“ რომ სიმღერა იყოს, ეგაა. ზუსტად რაზეა, სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ, იმიტომ, რომ ავტორმა უკვე გადმოსცა და რაციონალურ ახსნას ბოლომდე არ ექვემდებარება, მაგრამ, აი, რომ გრძნობ და მორჩა.

„She comes out of the sun in a silk dress running Like a watercolor in the rain". უცხო სამოთხეები.

თან მწარეა, თან ტკბილია, თან ზუსტია.

ესაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG