Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრიწყაროში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გაუქმდება


თერმოსკრინინგი თეთრიწყაროში
თერმოსკრინინგი თეთრიწყაროში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სრული იზოლაციის რეჟიმიდან გამოვა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა 22 მაისს იყო და ინტენსიურ ტესტირებას ახალი შემთხვევები აღარ გამოუვლენია ბოლო 14 დღის განმავლობაში, ანუ ინკუბაციის ერთ პერიოდში.

გახარიას ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ არის: „ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით“.

პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროელებს მოუწოდა მაქსიმალური სიფრთხილისა და წესების დაცვისკენ, რათა მთავრობას ისევ არ დასჭირდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება.

თეთრიწყარო 26 აპრილს ჩაიკეტა. პირველი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმია. თეთრიწყაროში კორონავირუსით დაინფიცირდა 60-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG