Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკი დაიწყებს რუსეთის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების მიერ კონტროლირებული მედიაორგანიზციების მარკირებას


ფეისბუკი დაიწყებს რუსეთის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების მიერ კონტროლირებული მედიაორგანიზციების მარკირებას. ამის თაობაზე ფეისბუკის მიერ ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოგვიანებით ის დაბლოკავს ასეთი ორგანიზაციების რეკლამებს, რომლებიც აშშ-ის მომხმარებლებზეა გათვლილი.

მსოფლიოში უდიდესი სოცქსელის მიერ წარმოდგენილი ნაწილობრივი სიის თანახმად, ის მარკირებას გაუკეთებს რუსეთის Sputnik-ს, ირანის Press TV-ს და ჩინეთის Xinhua News-ს. თავიდან კომპანია მარკირებას გაუკეთებს 200-მდე მედიაორგანიზაციას.

ფეისბუკი არ მოახდენს ამერიკული მედიაორგანიზაციების მარკირებას, ვინაიდან აშშ-ის სამთავრობო მედიასაშუალებებსაც კი აქვთ სარედაქციო დამოუკიდებლობა, განაცხადა ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა ნათანიელ გლეიჩერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG