Accessibility links

საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა სომხეთში გააგზავნეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი


საქართველოში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ნაწილმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი შეიძინა და სომხეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულების დახმარების სახით გააგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოში სომხეთის საელჩომ განახორციელა.

მანამდე მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ სომხეთში გასაგზავნად ხელოვნური სუნთქვის 10 აპარატი „Aliq Media“-ს დირექტორის პაველ ოგანეზოვის ინიციატივით შეიძინეს. ამაში მას დახმარება გაუწია საზღვარგარეთ მცხოვრებმა მეგობარმა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ამ აქციის შემდეგ დახმარების სურვილი გამოთქვეს ასევე საქართველოს ეთნიკურად სომეხმა სხვა მოქალაქეებმაც, მათ შორის, ბიზნესმენებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.

მიმდინარეობს რესურსების მობილიზების კამპანია ლოზუნგით: „ერთი ნიღაბი, ერთი სიცოცხლე“. შეგროვილი თანხით იგეგმება ნიღბების შეძენა, მისი სომხეთში გაგზავნა და მოქალაქეებისთვის დარიგება.

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში სომხეთის დახმარების შესახებ განაცხადა საქართველოს მთავრობამაც, მომზადდა პეტიციაც მთავრობის სახელზე, რომელშიც მოქალაქეები ითხოვენ, ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ სომხეთს.

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 350-ით გაიზარდა და მთლიანობაში 13 675 შეადგინა. გარდაცვლილია 217 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG