Accessibility links

ირანი აპირებს სიკვდილით დასაჯოს პირი, რომელმაც გენერალ ყასემ სოლეიმანის ადგილსამყოფელი გაამხილა


გენერალი სულეიმანი

ირანმა სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილი მიუსაჯა განსასჯელს, რომელსაც ბრალი ედება ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში.

ირანის იუსტიციის ოფიციალური წარმომადგენლის, გოლამჰუსეინ ესმაილის თანახმად, განსასჯელ საიდ მაჰმუდ მუსავი-მაჯდის​ უზენაესმა სასამართლომ 9 ივნისს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, რაც, ესმაილის თქმით, მალე იქნება მოყვანილი სისრულეში.

ხელისუფლების წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მუსავი-მაჯდიმ დიდი რაოდენობით თანხა მიიღო აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა (CIA) და ისრაელის „მოსადისგან“.

3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

თებერვალში ირანმა სიკვდილი მიუსაჯა ამირ რაჰინპურს, აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის მცდელობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG