Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუკრი ქანთარია: სამხედრო გაკვეთილები უნდა იყოს სავალდებულო, თუნდაც პირველი სამი თვე


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ თავდაცვის მინისტრის მოსმენაზე ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი სურვილი გააცნო. დეპუტატს მიაჩნია, რომ სკოლებში სამხედრო გაკვეთილები თუნდაც პირველი სამი თვის განმავლობაში სავალდებულო უნდა იყოს.

„ვფიქრობ, უპირველესად, ახლა თქვენ უნდა მაქსიმალურად იზრუნოთ, რომ მოხდეს ჯარის პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში, მივიდეს თითოეულ მოსახლემდე. თვალსაჩინოება იყოს მაქსიმალურად დაცული სხვადასხვა მიმართულებით: ეს იქნება გადაცემები, ფილმები, ნებისმიერი შეხვედრები ჯარისკაცებთან, ამას ახლა არ დავაკონკრეტებ. ამავე დროს, ძალიან კარგია, რომ თქვენ სკოლებში შეხვედით და სამხედრო გაკვეთილები (ჩვენს თაობას ახსოვს, რომ გვქონდა ხოლმე, სამხედრო გაკვეთილები იყო), მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო, თუნდაც პირველი სამი თვე. მერე თუ უნდა, ბავშვი გამოვიდეს, მაგრამ თავიდან იყოს სავალდებულო, რომ დაინახოს ინტერესი. მე მგონი, თუ საინტერესო იქნება [გაკვეთილი], ის აუცილებლად დარჩება. ეს, მეორე მხრივ, ჩვენს ვეტერანებს შეუწყობს ხელს, რომ დასაქმდნენ და შევიდნენ სკოლებში. ბავშვმა ისწავლოს რუკა, ისწავლოს იარაღთან მოპყრობა, სწორად მოპყრობა და არა ის, რომ მერე გაიზრდება, ჩაიგდებს ხელში რაღაც სასროლს, ან ავტომატს, ან თოფს და არასწორად მერე რამდენი მსხვერპლი ხდება. ყველაზე კარგად იარაღის ხმარება სწორედ თავდაცვის სამინისტრომ [იცის], თუ რას წარმოადგენს“, - ამბობს ნუკრი ქანთარია.

2019 წლის 5 სექტემბერს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში თქვა, რომ ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. „ჯარის პოპულარიზაციის თემა უნდა დავიწყოთ ბაღიდან, სკოლებიდან“, - განაცხადა მაშინ ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG