Accessibility links

ირინა ვერეშჩუკი დასახელდა უკრაინის მმართველი პარტიის კანდიდატად კიევის მერის არჩევნებში


ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის მმართველი პარტიის შიდა პრაიმერზის შედეგად, კიევის მერის მოახლოებულ არჩევნებში „ხალხის მსახურის“ სახელით იბრძოლებს, სახალხო დეპუტატი ირინა ვერეშჩუკი.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, მის კანდიდატურას პრაიმერიზში მონაწილე მმართველი პარტიის ფრაქციის წევრთა უმრავლესობამ და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუჭირეს მხარი.

ირინა ვერეშჩუკს, რომელიც თავის დროზე ლვოვის ქალაქ რავა-რუსსკაია მერად მუშაობდა, სხვა კანდიდატებს შორის უპირატესობას ანიჭებდა ასევე მიმდინარე სოციოლოგიური გამოკითხვებიც.

„ჩვენ გვყავდა ხუთი კანდიდატი. ყველა იყო ძლიერი, მაგრამ ისინი ახლა დაეხმარებიან ერთ არჩეულს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

15 ივლისს „ვერხოვნა რადამ“ 25 ოქტომბრისათვის დანიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი.

კიევის მერის პოსტზე მეორე ვადით არჩევისათვის ბრძოლას აპირებს ამჟამინდელი მერი, ვიტალი კლიჩკო.

"ხალხის მსახურის" ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ, დღეს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ირინა ვერეშჩუკი დაამარცხებს ვიტალი კლიჩკოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG