Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების 47% რუსეთზე მოდის


საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების თითქმის ნახევარი, 46,6% რუსეთზე მოდის. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ანგარიში, გუშინ, 28 ივლისს გამოაქვეყნა. ანგარიში 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დაფიქსირებული 980 შემთხვევიდან 272 (27,7%) "იმპორტირებული" იყო. "იმპორტირებული" 272 შემთხვევიდან 127 რუსეთზე, 23 (8,4%) - თურქეთზე, 22 (8%) - აზერბაიჯანზე და 21 (7,7%) - სომხეთზე მოდის.

საქართველოს მთავრობა სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ყველა პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა 14-დღიანი კარანტინის გავლის პირობით საქართველოში შემოსვლის უფლებას აძლევს. ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეებს დაბრუნება სახმელეთო საზღვრით შეუძლიათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 155 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 929 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG