Accessibility links

სტატისტიკა: საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო მომსახურებაში ჩართული 129 პირი დაავადდა


საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო მომსახურებაში ჩართული 129 პირი დაინფიცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ანგარიში, გუშინ, 28 ივლისს გამოაქვეყნა. ანგარიში 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დაფიქსირებული 980 შემთხვევიდან 13,2 პროცენტი სამედიცინო მომსახურებაში ჩართულ პირებზე მოდის. მათ შორის 111 არის სამედიცინო პერსონალი, 18 კი ტექნიკური. პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი, 56,4% ექთნებზე მოდის. ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა (70 წლის ექთანი ქალი, ქვემო ქართლი).

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 155 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 929 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG