Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ყოფილი მეფე ქვეყნის დატოვებას აპირებს კორუფციის საქმეში გამოძიების ფონზე


ესპანეთის ყოფილი მეფე, ხუან კარლოსი, თავის ვაჟთან, კრონპრინც ფილიპთან ერთად, 2014 წლის ივნისი
ესპანეთის ყოფილი მეფე, ხუან კარლოსი, თავის ვაჟთან, კრონპრინც ფილიპთან ერთად, 2014 წლის ივნისი

ესპანეთის ყოფილმა მეფემ, ხუან კარლოსმა მის ვაჟს, ახლანდელ მეფეს, ფილიპე VI-ს, წერილობით ამცნო, რომ ქვეყნის დატოვებას აპირებს. საპასუხო წერილში ესპანეთის მეფე მამის მიმართ გამოხატავს „ღრმა პატივისცემას და მადლობას უხდის“ მას გადაწყვეტილებისთვის. ფილიპე VI-მ აღნიშნავს მამის მმართველობის ისტორიულ მნიშვნელობას.

ესპანეთის სასამართლომ ივნისში დაიწყო გამოძიება საქმისა, რომელიც ეხება ხუან კარლოსის კავშირს საუდის არაბეთთან დადებულ რკინიგზის კონტრაქტთან. შვეიცარიის პრესა იტყობინებოდა, რომ მან საუდის არაბეთის ყოფილი მეფისგან 100 მილიონი დოლარი მიიღო. ორი წლის წინ სამეფო ოჯახის გარშემო მორიგი სკანდალი იყო. პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა 80 წლის ხუან კარლოსი, რომელსაც მედია კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და საფინანსო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

წელს გაზაფხულზე ესპანეთის საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ცნობამ, რომ ფილიპე VI-მ მამამისს შეუწყვიტა წლიური ხელფასი 194 ათასი ევროს ოდენობით და უარი თქვა მის მემკვიდრეობაზე.

ადვოკატმა განაცხადა, რომ 82 წლის ხუან კარლოსმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება. ყოფილი მეფის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

XS
SM
MD
LG