Accessibility links

პაატა იმნაძე მესტიაზე: თუ ასეთი რამდენიმე რეგიონი იქნება, რესურსი არ გვეყოფა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მესტიაში კორონავირუსის გავრცელება ერთ პირთან არის დაკავშირებული. მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესები დაიცივან მოქალაქეებმა.

"30 შემთხვევა დაკავშირებული ერთ კერასთან. ეს არის ძალიან ბევრი. ამიტომ ის ღონისძიებები, რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომხდარიყო შეკავება. მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ თუ ასეთი ქვეყანაში რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მსგავსი ღონისძიებები გატარდეს", - თქვა იმნაძემ.

კორონავირუსის მაღალი რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტი გუშინ წინ ჩაიკეტა. სოფელ ლენჯერში ჩასულმა ერთმა პირმა 16 პირი დააინფიცირა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ტარდება ტესტირებები, ტურისტები საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს და აფთიაქების, სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და ღია კვების ობიექტების გარდა, ყველა დაწესებულება დახურულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG