Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია საარჩევნო სიაზე: პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საარჩევნო სიის რომელი ნომერი იქნება. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის:

„ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. ამიტომ პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ქუთაისში, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერა.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს დაასახელა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG