Accessibility links

ეძებენ Bauhaus Bar-ის ორ თანამშრომელს


გიორგი შალამბერიძე, მაია ბერუაშვილი

ეძებენ თბილისში მდებარე Bauhaus Bar-ის ორ თანამშრომელს. ბარის მიერ „ფეისბუკის“ საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ბარი 15 აგვისტოს დილის 5 საათისთვის დატოვეს და მას შემდეგ არ გამოჩენილან:


„ვეძებთ გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები, გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ”, - აღნიშნულია Bauhaus Bar-ის განცხადებაში.

გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს 21 საათზე შევიდა. პოლიციის თანახმად, გაუჩინარებული ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG