Accessibility links

2 სექტემბრიდან მესტია და ლენჯერი გაიხსნება


2 სექტემბრიდან გაიხსნება დაბა მესტია და სოფელი ლენჯერი, ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცახდა.

მისი განმარტებით 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

„დაბა მესტიასა და ლენჯერში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება, 2 სექტემბრიდან გაიხსნას აღნიშნული სოფლები. შესაბამისად, 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პრევენციას და სურათის ნათლად ჩვენება", - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა, მას შემდეგ, რაც ორ დღეში კორონავირუსი დაუდგინდა 17 პირს. კარანტინში გადაიყვანეს მესტიაში მყოფი ყველა ტურისტი.

საკარანტინო შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში 21 აგვისტოს მოიხსნა, მაგრამ ჩაკეტილი რჩებოდა დაბა მესტია და სოფელი ლენჯერისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG