Accessibility links

logo-print logo-print

სტუდენტებისთვის საქართველოდან ბუდაპეშტის მიმართულებით სპეცრეისი ინიშნება


​მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან უნგრეთის, კერძოდ კი ბუდაპეშტის მიმართულებით სპეცრეისი დაინიშნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ესენი არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და რა თქმა უნდა, აქ ბილეთის ღირებულება ვერ იქნება 199 ევროზე მეტი. მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ", - განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის გამო საქართველოდან ფრენები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება, დანარჩენ ქვეყნებში მოქალაქეთა ჩასაყვანად და წამოსაყვანად საქართველოს მთავრობა სპეცრეისებს ნიშნავს. სტუდენტების გადასაყვანად საქართველოდან ევროპის მიმართულებით 25 ივლისს და 11 აგვისტოს ფრენები უკვე განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG