Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაქვში სასტუმრო „ოაზისი“ არ დახურულა


რადიო თავისუფლებასთან საუბარში აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისი“ არ დაკეტილა.

სასტუმროში მყოფი დამსვენებელი ქალი, რომელსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ბათუმის ცხელების ცენტრში გადაიყვანა, მას ჩაუტარდა კორონავირუსზე გამოკვლევა, ტესტის პასუხსაც ერთ საათში ელოდებიან.

სასტუმრო „ოაზისის“ ადმინსტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამჟამად სასტუმროს ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. სასტუმროს შეჩერებული აქვს ახალი დამსვენებლების მიღება, თუმცა ადგილზე რჩებიან არსებული დამსვენებლები, ეპიდემიოლოგთა მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია "დონას" კლასტერს განეკუთვნება.

კაფე-საკონდიტრო "დონას" მეორე ფილიალი დღეს 2 სექტემბერს დაიხურა. 31 აგვისტოს დაიხურა კაფეს ერთი ფილიალი, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით გუშინ თვითიზოლაციაში 50-ზე მეტი პირი გადავიდა. მათ კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტროს ინფიცირებულ თანამშრომელთან. ამ კლასტერში უკვე ინფიცირებული 22 ადამიანია.

2 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1270, ხოლო გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG