Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავას თქმით, მთავრობამ პანდემიის მართვის „ოქროს შუალედი“ იპოვა


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეპიდსიტუაციის მართვისას მთავრობამ „ოქროს შუალედი“ იპოვა, ეს განმარტება მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა შესაბამისი შეკითხის პასუხად. მედია დაინტერესდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ფონზე, ხელისუფლებას ხომ არ მოუწევს ხელახალი შეზღუდვების დაწესება.

ნათია თურნავას განმარტებით, თეორიულად არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ პროცესზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება „მინიმულური შეზღუდვებით გადის ფონს“

„ჩვენ რა გამოცდილებაც გვაქვს ბოლო თვეებში, ვისწავლეთ იმდაგვარად მართვა ამ ეპიდემიოლოგიური საფრთხის, რომ მინიმალური შეზღუდვებით გავდივართ ფონს ანუ ჩვენ ვიპოვეთ ე.წ ოქროს შუალედი, ინიმალური შეზღუდვებით მაქსიმალური სიფხიზლით ვმართავთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ვცდილობთ რომ არ დავაზარალოთ დიდად ბიზნესი, მაგრამ ამადროულად ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ვიზრუნოთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „პანდემია არასად წასულა“ ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო.

„ეკონომიკის კლების ტემპი სუსტდება - 5% იყო ივლისში, მანამდე იყო 7,7 % უფრო ადრე 16% , რაც იმას ნიშნავს, რომ ვისწავლეთ ვირუსთან თანაცხოვრება“.

ნათია თურნავას თქმით, ახლა მოსახლეობის და ბიზნესისგან არის საჭირო დახმარება და პარტნიორობა,

„მათი პასუხისმგებლობაა პირბადეების ტარება, სოციალური დისტაციის დაცვა, ასევე საჭიროა პარტნიორობა ბიზნესისგან, რომელმაც უნდა იზრუნოს თავისი დააქმებულების და თავისი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე“,- განმარტა ნათია თურნავამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 20-ით გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ განახლებული მონაცემების თანახმად, სულ საქართველოში კოროავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1568.

9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ამ დროისათვის მათი რიცხვი 1279-ია, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

აპრილის შემდეგ კოვიდინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რიცხვი - 38 დადასტირებული შემთხვევა გამოვლინდა 2 სექტემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG