Accessibility links

logo-print logo-print

ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს კონფერენციების ონლაინ რეჟიმში გამართვას ურჩევს


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩაქვში ჩატარებული კონფერენციის მონაწილე ექიმებს და ზოგადად მედიკოსებს მიმართავს რეკომენდაციით, კონფერენციები ონლაინ ფორმით ჩაატარონ. მინისტრის მიმართვას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება“, - ნათქვამია ეკატერინე ტიკარაძის მიმართვაში.

ჯანდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, საკუთარი ონლაინპლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში”, 2 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა იქ მიმდინარე კონფერენციის ერთ მონაწილეს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კონფერენციაში 400-მდე ექიმი მონაწილეობდა. კოვიდიფიცირების შემთხვევის გამოვლენის შემდეგ სასტუმროში ჩატარებული 924 ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG