Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცისკარი გარდენის" მუსიკალური ღონისძიების სტუმარს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა


ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა "ცისკარი გარდენის" სტუმარს, რომელიც 4 სექტემბერს ღია სივრცეში გამართულ მუსიკალურ ღონისძიებას დაესწრო.

"ცისკარის" ცნობით, კოვიდინფიცირებული სტუმარი ღონისძიებაზე დასწრებამდე ბათუმში მოგზაურობდა, ტესტის პასუხი კი 7 სექტემბერს გაიგო. დაწესებულების გავრცელებული განცხადების თანახმად, ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგენილია ყველა კონტაქტი, "ცისკარი გარდენის" არცერთი თანამშრომელი არ არის განსაზღვრული ახლო კონტაქტად.

"პირველ რიგში, გვინდა ამ ადამიანს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ... როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, არ არსებობს განსაკუთრებული შიშისა და შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან Ciskari Garden სრულად ღია სივრცეა, სადაც ნაკლებია შანსი ვირუსის გადაცემის".

განცხადების თანახმად, "ცისკარი" და "ცისკარი გარდენი" ორი დამოუკიდებელი სივრცეა, განსხვავებული კონცეფციითა და პერსონალით.

"ცისკარის სტუმრები არ არიან რაიმე საფრთხის ქვეშ და ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი რესტორნის მუშაობის შეფერხების".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG