Accessibility links

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას წარადგენს - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 სექტემბერს


ვინ იქნება პირველი?

დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას წარადგენს. მალე გავიგებთ ვინ მოხვდება მმართველი პარტიის მოწინავე რიგებში. წინასწარი ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი არა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, არამედ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება.

კიდევ რამდენიმე დეტალი რასაც სიაში უნდა ელოდეთ:

  • ოცეული ძირითადად დაკომპლექტებული იქნება ახალი სახეებით, რომლებსაც მანამდე შეხება არ ჰქონიათ პოლიტიკასთან;
  • ოცეულში იქნება მინიმუმ 5 ქალი - ბოლო პერიოდში შეცვლილი საარჩევნო კოდექსი მოითხოვს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეოთხე იყოს ქალი;
  • სიაში, დიდი ალბათობით, ასევე იქნებიან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ყოფილი თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ გამარჯვების იმედი 2020-ის არჩევნებში და რის ვარაუდის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ სიის ნომერი 1 არაა? მმართველი პარტია სიას საღამოს 8 საათზე წარადგენს, მანამდე კი ყველა დეტალს გაეცანი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ ბოლო ინფორმაცია საქართველოში

დღეს გავიგებთ კიდევ რამდენი პაციენტი შეემატა კრონავირუსის რეგისტრირებულ შემთხვევებს. გუშინ კი მათი რაოდენობა 44 იყო. წითელ ზონად ისევ რჩება ბათუმი, სადაც სწრაფი ტესტირებისთვის კიდევ ორი კარავი დაამატეს.

გუშინ ვირუსი დაუდასტურდა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ტვ პირველის ჟურნალისტს ვიკა ბუკიას. მათი ინფიცირების წყაროო უცნობია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ამ ეტაპზე არსებული მონაცემები არ წარმოადგენს იმის საშიშროებას, რომ ჯანდაცვის სისტემა მას ვერ გაუმკლავდება. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მთავარია შემთხვევების რაოდენობამ ასეულები არ შეადგინოს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ საქართველო ჩაკეტვების პოლიტიკიდან ბალანსირების პოლიტიკაზე გადავიდა, აც ვირუსის სწრაფად გამოვლენასა და ეკონომიკის შეუფერხებლად მუშაობაში მდგომარეობს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბჟანია და ბიბილოვი მოსკოვში კრიზისების ფონზე

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, 7 სექტემბრიდან იმყოფებიან მოსკოვში, სადაც ისინი „სამუშაო შეხვედრებს“ მართავენ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ლიდერები რუსეთს სტუმრობენ აფხაზეთში პანდემიის კუთხით გაუარესებული ვითარებისა და ცხინვალში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც გამოიწვია მილიციის მიერ დაკავებული 28 წლის ინალ ჯაბიევის წამებით სიკვდილმა.

ბოლო დროს მოსკოვისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - განსაკუთრებით, აფხაზეთის - თანამშრომლობა მოსკოვთან სათანადოდ „ურთიერთმომგებიანი“ ვერ არის.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, გარდა იმისა, რომ ძნელად უმკლავდება ეპიდემიას და შეზღუდვების გამო განიცდის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს, ვერც მოსკოვიდან იღებს სრულად დაპირებულ ფულად დახმარებას. არადა, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ბიუჯეტს საშუალოდ 50-70 %-ით ავსებს.

წაიკითხე მეტი.

სურათები სატელიტიდან - ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულება თუ უხარისხო ფოტომონტაჟი ბაჩალიაშვილის საქმეში

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დაცვის მხარე ასაჯაროებს სატელიტიდან გადაღებული ადგილის ფოტოს, სადაც ახალგაზრდა ქალი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ფოტო მათი თქმით 19 ივლისით თარიღდება და ამ დროს იქ მანქანა არ ჩანს.

პროკურატურა ადვოკატს წყაროს დასახელებას თხოვს და ამბობს, რომ ამ ადგილის სატელიტიდან გაკეთებული ჩანაწერების მიღების თხოვნით თვითონაც არაერთ ორგანიზაციასთან აქვთ კომუნიკაცია, ამ დრომდე უშდეგოდ.

ინტერნეტფორუმებში მომხმარებლები დაცვის მხარის გავრცელებულ ფოტომასალის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ფოტო ძველია და თანაც დამუშავებული. წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

26 წლის განმავლობაში, რაც ბელარუსს მართავს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ ქვეყანაში პირველად ტარდება ასეთი ფართო მასშტაბის, საერთო ეროვნული და უწყვეტი აქციები, მაგრამ უპრეცედენტო დემონსტრაციების ერთი თვის თავზე ნიშანწყალიც კი არ ჩანს იმისა, რომ ხელისუფლება დათმობაზე წასვლას აპირებდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG