Accessibility links

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თბილისში  საბურთალოს რამდენიმე გამზირსა და ქუჩაზე ამოქმედდა


თბილისში, საბურთალოს რაიონში რამდენიმე გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან, 10 სექტემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა.

თბილისის მერიის თანახმად, 10 სექტემბრიდან ამოქმედებული ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).

„ჩვენ მოსახლეობას რამდენჯერმე მივმართეთ, რომ საინფორმაციო ჯიხურებში საკუთარი ავტომობილები დაერეგისტრირებინათ, იმისთვის, რომ აღნიშნული ადგილებით უფასოდ ესარგებლათ. პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვის და შშმ პირებისთვისაც, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მოსული ადამიანებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება“, - განმარტა თბილისის მერმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 9 სექტემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა წარმატებით მოქმედებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე.

პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი - www.tp.ge, მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG