Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა


ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 28 სექტემბრის საღამოსთვის 1 000 825-ს მიაღწია COVID-19-ით მსოფლიოში გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა.

კორონავირუსულმა ინფექციამ ყველაზე მეტი, 205 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აშშ-ში. ბრაზილიაში გარდაცვლილია 142 000-ზე და ინდოეთში 95 500-ზე მეტი. მექსიკაში გარდაცვლილთა რიცხვი 76 500-ს აჭარბებს, დიდ ბრიტანეთში 42 000-ს და იტალიაში 35 800-ს.

COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ათეულში არიან პერუ, საფრანგეთი და ესპანეთი, სადაც 31 000-ზე მეტი ლეტალური შემთხვევაა. 25 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი ირანსა და კოლუმბიაში და 20 000-ზე მეტი რუსეთში.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზე უკრაინაა, სადაც კორონავირუსმა 4 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს მეზობელ სომხეთში გარდაცვლილია 950-ზე, ხოლო აზერბაიჯანში 580-ზე მეტი ადამიანი. 28 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, საქართველოში გარდაცვლილია 32 ადამიანი.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 33 მილიონზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG