Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის სათნოების სახლის 13 მობინადრეს კორონავირუსი აქვს


ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა სათნოების სახლის, „სავანის“ 13 მობინადრეს და 7 თანამშრომელს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სათნოების სახლის ხელმძღვანელის, დეკანოზ იოანე ბარამიძის თქმით, ინფიცირებული მობინადრები საავადმყოფოში გადაყვანეს, თანამშრომლები კი კოვიდ-კარანტინში. დეკანოზის ინფორმაციით, მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ამჟამად 90 მდე მობინადრე იმყოფება, მკაცრი კარანტინი მოქმედებს, ბოლო PCR ტესტირება კი რამდენიმე დღის წინ ჩატარდა.

სათნოების სახლის 120 მობინადრეს და 70 თანამშრომელს ტესტირება 14 სექტემბერსაც ჩაუტარდა, მას შემდეგ, რაც 5 ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. 14 სექტემბერს აღებული ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითი იყო. „სავანის“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ერთი კვირის შემდეგ განმეორებითი ტესტირება ჩატარდებოდა.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა, მათგან 225 აჭარაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG