Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: თბილისში "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანი დააინფიცირა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელებისას კლასტერები აღარ არის გამოკვეთილი. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ჯგუფი თბილისში "ოქროს ბირჟის" კლასტერმა დააინფიცირა.

"თბილისში გვქონდა "ოქროს ბირჟის" კლასტერი, რომელმაც 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია. იმ 100-მა ადამიანმა მერე თავისი ოჯახის წევრები დააინფიცირა", - თქვა გამყრელიძემ.

დღეს თბილისში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსი 297 პირს დაუდასტურდა. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბითაც, ბოლო 24 საათში 680 პირი დაინფიცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG