Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ COVID-19 დაუდასტურდა


საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკზე წერს:

„გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ“, - წერს ხაზარაძე და განაგრძობს: „ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით“.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 1 192 ადამიანს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვმა მიაღწია 17 477-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG