Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ მცხეთაშიც. გადაწყვეტილება საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 16 ოქტომბრიდან თბილისის რესტორნებს და გასართობ დაწესებულებებს 22:00 საათიდან მუშაობა აეკრძალა, შეკრებებმა მცხეთის რესტორნებში გადაინაცვლა.

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან. ასევე, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, 25 სექტემბრიდან რესტორნები ღამის ათ საათზე იკეტება აჭარაში. 16 სექტემბრიდან ასეთივე შეზღდვა მოქმედებს თბილისსა და იმერეთის რეგიონში.

XS
SM
MD
LG