Accessibility links

logo-print logo-print

ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთაგან 341 მძიმე პაციენტია


საქართველოში არსებულ კოვიდინფიცირებულთაგან 341 მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტია. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მძიმე პაციენტებიდან უმრავლესობა, 172 თბილისის კლინიკებშია, აჭარაში კი 69. პაციენტებიდან 75 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 1 194 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 19 857-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "აქტიური შემთხვევების" რაოდენობა 10 182-ს გაუტოლდა, მათგან 2 800 პირი მკურნალობს საავადმყოფოში. ბოლო დღე-ღამეში 15 პირი გარდაიცვალა, რამაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-მდე გაზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG