Accessibility links

logo-print logo-print

განათლების მინისტრი: სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, 3 დღე დისტანციურად იმუშავებენ


საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ის სკოლები, რომლებიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებად გამოიყენება, სამი დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშავებენ. მისი თქმით, ეს დრო საჭირო იქნება მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.

შაბათს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. სკოლები კი, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული 28, 29 და 30 ოქტომბერს დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ. მინისტრმა დააკონკრეტა, რომ შეზღუდვები არ შეეხება სხვა სკოლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG