Accessibility links

logo-print logo-print

ბიზნესკომპანიები ხელისუფლებისგან საშეღავათო პერიოდის დამატებით 6 თვით გაგრძელებას ითხოვენ


ბიზნესკომპანიები ხელისუფლებისგან საშეღავათო პერიოდის კიდევ 6 თვით, 12 თვემდე გაზრდას ითხოვენ. ამის შესახებ მათ მთავრობასთან შეხვედრის დროს განაცხადეს, მედიას კი ინფორმაცია სოსო ფხაკაძემ, საქართველოს ბიზნესასაოციაციის პრეზიდენტმა მიაწოდა.

ფხაკაძე ამბობს, რომ ეს ერთ დღეში გადასაწყვეტი საკითხი არაა და მუშაობა სჭირდება.

"ჩვენ არ ვიცავთ ჩვენს კომპანიებს. ჩვენ უფრო მეტად ადამიანებს ვიცავთ, რომელიც არიან დასაქმებული ჩვენს კომპანიაში. ეს არ უკავშირდება მხოლოდ ერთ კომპანიას, ეს მთლიანად ბიზნესის მოთხოვნაა", - განაცხადა მან.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეღავათების გამო, ბიზნესკომპანიები, რომლებსაც დასაქმებული ჰყავდა 1 500 ლარამდე ანაზღაურების მქონე პირები, აღარ იხდიდნენ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს 750 ლარზე. შესაბამისად, თითოეულ დასაქმებულზე კომპანია წინა პერიოდთან შედარებით 150-ლარიან შეღავათს ნახულობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG