Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის რეზიდენციასთან შესაძლო სროლის საქმეზე გამოძიება დაიწყო


რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობით მივიდა. როგორც მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ამ დროს ისმოდა სროლის ხმაც.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იარაღის ტარებისთვის დგება.

მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა დღეს დილიდან მსვლელობით დაიწყო 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტება.

მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები ცესკოს იმ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გამარჯვებულია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტია პარლამენტში 74 მანდატს აგროვებს და უმრავლესობით გასამარჯვებლად მხოლოდ 2 მანდატიღა სჭირდება. შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ და პროტესტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG