Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა განმარტავს, რომ ღია მაღაზიებს ყველაფრის გაყიდვის უფლება აქვთ, რაც დახლზე უდევთ


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნებისმიერ მაღაზიას, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით არ დახურულა, უფლება აქვს, გაყიდოს ნებისმიერი ნივთი, რომელიც დახლზე უდევს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს.

მაგალითად, "სუფთა სახლში", რომელიც სარეცხ საშუალებებთან ერთად საახალწლო ნივთებსა და ჭურჭელს ყიდის, აცხადებენ, რომ "მუშაობენ როგორც ქიმიის მაღაზია და სხვა ნივთებს ვერ გაყიდიან".

მთავრობამ ახალი შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე 28 ნოემრიდან დააწესა. ამ შეზღუდვებით დაიხურა მოლები, ტანსაცმლის მაღაზიები და კომპანიები ვალდებული გახდნენ, შეეჩერებინათ მუშაობა. შეზღუდვა დროებით, 24 დეკემბერს მოიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG