Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო ხვიჩია: ზურა ჯაფარიძე არის მარტო, დანარჩენი პარტია გაკვირვებულია


"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ზურა ჯაფარიძის იმ განცხადებით გაკვირვებულია, რომელიც პარტიაში აზრთა გაყოფას უკავშირდება. ხვიჩია აცხადებს, რომ ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.

"სუსტი საბაბი იყო, იმის უკან რა დგას, არ ვიცი და თქვენთან ერთად ვცდილობ გავარკვიო... გუშინწინ მეგობრები ვიყავით. მგონია, რომ ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება და ეს უნდა გავარკვიოთ... ზურა ჯაფარიძე არის ერთი და მარტო, დანარჩენი "გირჩი" გაკვირვებულია ამ ყველაფრით... მე საიდან უნდა წავიდე?! მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ", - განაცხადა ხვიჩიამ.

დღეს დილიდან მედიაში გავრცელდა დახურულ ჯგუფში ზურა ჯაფარიძის პოსტის შინაარსი. ამ პოსტში ის ამბობდა, რომ აღარ აპირებდა თავის თანაგუნდელებთან, იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას". ამ პოსტის შემდეგ მას რაიმე განმარტება არ გაუკეთებია.

როგორ გააგრძელებს პარტია მუშაობას, რომელი წევრები რჩებიან და რომლები მიდიან, ან გეგმავს თუ არა რომელიმე მათგანი პარლამენტში შესვლას, ჯერ უცნობია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "გირჩმა" ხმების 2,89 %-ით 4 მანდატი მიიღო. თუმცა პარტია საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს შეუერთდა და უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. ხმების ამ რაოდენობით, პარლამენტის დეპუტატები ხდებოდნენ: ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი.

XS
SM
MD
LG