Accessibility links

site logo site logo

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 დეკემბერს


განცხადებები მოლაპარაკებების წინ

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინა დღე პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. გუშინ განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც სამი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა ოპოზიციის მისმამართით.

კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას წარადგენს.

მისი თქმით ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაარეგისტრირებენ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ისეთ პარტიას, რომლის კამპანიაშიც მონაწილეობას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიიღებს. მან აქცენტი მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა.

და ბოლოს, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

იქნება თუ არა ოპოზიცია ერთსულოვანი ბოიკოტში გაურკვეველია. გუშინ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. შესაძლოა, ასეთი ნაბიჯი მხოლოდ „მოქალაქეებმა“ არ გადადგან.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კორონავირუსი მსოფლიოსა და საქართველოში

გუშინ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4734-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 38 ადამიანი. მათ შორის არის ორი ექიმი გორიდან და თბილისიდან. განახლებული ინფორმაცია ვირუსის გავრცელების შესახებ 10 დეკემბერს გახდება ცნობილი.

დიდი ბრიტანეთში კი მოსახლეობის მასობრივ იმუნიზაციას კორონავირუსის წინააღმდეგ გარკვეული დაბრკოლება შეექმნა. ორ პაციენტს მძიმე ალერგიული მოვლენები განუვითარდა ვაქცინაციის პირველივე დღეს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის რეგულატორი სერიოზული ალერგიის მქონე პაციენტებს ურჩევს, არ გაიკეთონ Pfizer-BioNTech-ის წარმოებული COVID-19-ის ვაქცინა.

ბრიტანეთის შემდეგ კი ხლა აშშ-ის მარეგულირებელი უწყებებიც ახლოს არიან COVID-19-ის ვაქცინის მოხმარებაზე სასწრაფო ნებართვის გაცემასთან. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 15 მილიონს გადააჭარბა.

წაიკითხე მეტი.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დამრღვევთა სტატისტიკას აქვეყნებს

2020 წლის ნოემბერში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 22-მა „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი“ დაარღვია, 6-მა კი - „სასაზღვრო ზონის რეჟიმი“.

როგორც დე ფაქტო უწყება იტყობინება, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით. ოქტომბერში 43 მოქალაქე იყო დაკავებული. ნოემბერში დაკავებულთაგან 3 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასევე, დაჯარიმდა 17 მოქალაქე. ჯარიმის გარეშე კი „რესპუბლიკიდან“ 8 ადამიანი გააძევეს.

წაიკითხე მეტი.

პირველი დღის უფლება

საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება, კონსტიტუციის 38-ე მუხლის საფუძველზე, ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მაგრამ იმ საკითხს, თუ ვინ დაესწრება პირველ სხდომას მიწვეული სტუმრის სტატუსით, წყვეტს წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.

მიწვეულ სტუმრებს შორის შეიძლება იყვნენ როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები. დამკვიდრებული ტრადიციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დასწრებას ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არაფორმალური, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

პარასკევს სხდომას პრეზიდენტი გახსნის. მის გარდა დარბაზში კიდევ იქნებიან სხვა სტუმრებიც. რა ტრადიციები არსებობს პარლამენტის პირველ სხდომებთან დაკავშირებით? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, იმედისმომცემია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამონახული საერთო ენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG