Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ გააგრძელა საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი(საარქივო ფოტო)
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი(საარქივო ფოტო)

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს მიერ რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება, ან იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და მილანის აეროპორტებს შორის.

შეზღუდვა არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის, კატოვიცეს, ვილნიუსის და დორტმუნდის აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზეც.

საქართველომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და მას შემდეგ, შეზღუდვებს გარკვეული პერიოდებით ახანგრძლივებს. ზაფხულიდან რეგულარული ავიარეისები განახლდა რამდენიმე მიმართულებით.

14 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ არ გამორიცხა, რომ რეგულარულ ავიამომოსვლაზე ყველა შეზღუდვა თებერვლიდან გაუქმდება.

XS
SM
MD
LG