Accessibility links

logo-print logo-print

საქართველო აზერბაიჯანისგან შემცირებული ტარიფით მიიღებს ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბ.მ-ის მოცულობით


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „სოკართან" მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოაწერეს ხელი.

როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, შეთანხმების შედეგად, საქართველოს მთავრობა შეძლებს, უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ფასის სტაბილურობა.

„ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის" მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის" გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად", - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG