Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპარსეთის ყურის ქვეყნები შეთანხმდნენ კატართან სამწლიანი დიპლომატიური დაპირისპირების შეწყვეტაზე


საუდის პრინცი მოჰამად ბინ სალმანი და კატარის ელჩი, შიეხ აბდულა ალ-ტანი, 2017 წლის აგვისტო
საუდის პრინცი მოჰამად ბინ სალმანი და კატარის ელჩი, შიეხ აბდულა ალ-ტანი, 2017 წლის აგვისტო

სამშაბათს სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა საუდის არაბეთში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას კატართან სამწლიანი დიპლომატიური და ეკონომიკური დაპირისპირების დასრულების თაობაზე.


ეს მოხდა 5 იანვარს ყოველწიურ სამიტზე, რომელზეც საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნები შეთანხმდნენ კატართან სამი წლის განმავლობაში შეწყვეტილი სახმელეთო, საზღავო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

როგორც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მოჰამად ბინ სალმანმა აღნიშნა, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა მოიწონეს „სოლიდარობისა და სტაბილურობის“ შეთანხმება, რომლის შინაარსი, ჯერჯერობით, უცნობია.

სამიტს ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. კატარი და საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად ითვლება.


2017 წლის ივნისში საუდის რაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამირომ და ბაჰრეინმა დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტეს კატართან, რამაც სპარსეთის ყურეში ღრმა კრიზისს დაუდო სათავე.


ასეთი ზომების მიზეზი გახდა კატარის დადანაშაულება ტეორორისტული ორგანიზაციების, მათ შორის ალ-ყაიდისა და ექსტრემისტული დაჯგუფება, „ისლამურ სახელმწიფოს“, მხარდაჭერაში, რასაც კატარი უსფუძვლოს უწოდებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG