Accessibility links

logo-print logo-print

ჟოზეპ ბორელმა შეშფოთება გამოხატა რუსეთში მომიტინგეთა მიმართ ხელისუფლების ქმედებების გამო


ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა შეშფოთება გამოხატა ნავალნის მხარდამჭერთა მასობრივ აქციებზე რუსეთის ხელისუფლების პასუხის გამო. მან ყურადღება გაამახვილა „ფართო მასშტაბის დაპატიმრებებსა“ და „ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე“.

23 იანვარს ის ტვიტერში გამოეხმაურა რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს.

„ჩემთვის დასანანია ფართო მასშტაბის დაპატიმრებები, ძალის არაპროპორციული გამოყენება, ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის გათიშვა. შემდგომ ნაბიჯებზე ორშაბათს ვიმსჯელებთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად,“ წერს ბორელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG