Accessibility links

site logo site logo

თბილისის მერი ავტომფლობელებს მიმართავს


თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თოვლისგან გზების გასაწმენდად „თბილსერვისის“ ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ ეს პროცესი პრობლემის მოგვარებამდე გაგრძელდება, თუმცა, ზოგიერთ ადგილას საცობები შეიქმნა იმის გამო, რომ გზა ავტომობილმა ჩახერგა.

მერმა იმ მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილებს ზამთრის სეზონის საბურავები არ აქვთ, თხოვა, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან: „პირველ რიგში ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას უნდა გავუფრთხილდეთ“.

საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე თოვს. საავტომობილო გზების ნაწილი დაკეტილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 26 თებერვლის ჩათვლით მოსალოდნელია თოვა, ქარბუქი და ჰაერის ტემპერატურის კლება, ღამით მინუს 18 გრადუსამდეც კი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG