საქართველოსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმებით საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება ვებგვერდზე workabroad.moh.gov.ge.
ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.
"ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო" - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.